თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გოგა კიკილაშვილის, წიგნის "დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები - პრაქტიკული სახელმძღვანლო" პრეზენტაცია.
სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში და განკუთვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მსმენელების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.
სახელმძვანელო შედგება 11 თემატური მოდულისგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის შედეგად ასევე შეიქმნა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების პრაქტიკული კურსის სილაბუსი, რომელიც გადაცემა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს თავისი საქმიანობის ფარგლებში მიზნობრივი გამოყენებისთვის.
შექმნილი სახელმძღვანელო ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი საგნების სილაბუსებში.
სახელმძღვანელო მოიცავს ქართულ და უცხოურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო და პრაქტიკული სავარჯიშოებს. პრაქტიკული ნაწილი თავის მხრივ მოიცავს სააუდიტორიო სამუშაოებს, კაზუსებს, კაზუსის ტიპის ტესტებსა და საკონტროლო კითხვებს შესაბამისი ამოხსნის ნიმუშებით და პასუხებით.